მთავარიბლოგი"ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რომ საბაზისო კურსზე, ასე კარგად შევძლებდი პროგრამების შესწავლას" - მარიამ ბულაურის შთაბეჭდილება

"ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რომ საბაზისო კურსზე, ასე კარგად შევძლებდი პროგრამების შესწავლას" - მარიამ ბულაურის შთაბეჭდილება

 

მარიამ ბულაურმა სმარტ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.

„ჩემი მიზანი იყო საკუთარი თავის განვითარება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.“

კურსის განმავლობაში 

ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რომ საბაზისო კურსზე, ასე კარგად შევძლებდი პროგრამების შესწავლას.

ქუჩაში რომ გავდივარ, ყველაფერს სხვანაირად ვაკვირდები. უკვე ვიცი, რა ვიზუალის უკან რა დგას და ჩემთვის ეს ძალიან სახალისო გახდა. ამას გარდა, ტექნიკური უნარები განვივითარე უმაღლეს დონეზე, რაც ლექტორის და მისი თანაშემწის უდიდესი დამსახურებაა.


ლექტორის შესახებ

მარიამი შესანიშნავი ლექტორია, ძალიან უშუალო და მეგობრული, რაც პირადად ჩემთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს. იგი ბოლომდე გვიზიარებდა თავის ცოდნას. ვფიქრობ, ყველაზე სასიამოვნოა ცოდნის ისეთი ადამიანისგან მიღება, ვისაც თავისი საქმე ძალიან უყვარს.


გამორჩეული ლექცია

ჩემთვის გამორჩეული ლექცია იყო, როდესაც მარიამმა დავალებად მოგვცა საკუთარი თავის ამოჭრა და სხვა ფოტოში ჩასმა. ერთი სული მქონდა, ლექციის დღე როდის მოვიდოდა, რომ დავალებები განგვეხილა.


კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ, უფრო მეტად ვირწმუნე საკუთარი შესაძლებლობების.

პროფესია - გრაფიკული დიზაინერი

გრაფიკულ დიზაინში მომწონს ის, რომ იმაზე მეტად ღია შემიძლია ვიყო, ვიდრე სხვა პროფესიებში.


სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ, პირველ რიგში, სტუდენტებთან კომუნიკაციით მომხიბლა, შემდეგ იყო ლექციები. მიუხედავად იმისა, რომ ლექციებზე უკვე ჩვენ და ლექტორი ვიყავით, დარწმუნებული ვარ, სმარტ აკადემიის ჩართულობის გარეშე, ყველაფერი ამდენად საინტერესო არ იქნებოდა. ბოლო ლექციაზე გაკეთებული საჩუქარს რაც შეეხება, არ მავიწყდება ჩვენი ბედნიერი სახეები, როგორ გაგვიბრწყინდა თვალები ჩვენი პოსტერები რომ დავინახეთ.

დარეგისტრირდი  გრაფიკული დიზაინის კურსზე აქ.

სხვა სტატიები >>